მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას მხარდასაჭერად, 19 ივნისს, 09:00 საათიდან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისი მეგობრები და მხარდამჭერები შერიკრიბებიან,
ამისათვის "ფეისბუქის" გვერდზე სპეციალური ივენთის გვერდიც შეიქმნა.
რამდენიმე დღის წინ სოციიალურ ქსელში მისი მხარდამჭერი პეტიციაც გავრცელდა. ,გიორგი გიორგანაშვილი სამართალდამცავებმა ოთხი თვის წინ დააკავეს.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, მსახიობს სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).
"ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს|", - აღნიშნულია პეტიციაში.