დაკავებული დეკანოზის ძმა პატრიარქს ხვალ შეხვდება

11:47 06-20-2017
100

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაზის ძმა, თორნიკე მამალაძე ხვალ, 13:00 საათზე კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდეება. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ "პრაიმტაიმს" განუცხადა.

შეხვედრას ადასტურებენ საპატრიარქოშიც. 

დაკავებული დეკანოზის ძმა აპირებს, პატრიარქს პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს, რადგან ფიქრობს, რომ სრული ინფორმაცია არ აქვს.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე