ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, 22 წლის ამერიკელი სტუდენტი, ოტო-ფედერიკ უორმბაიერი, გარდაიცვალა.
სტუდენტი, რომელსაც 15 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, ოტო, სახლში დაბრუნების შემდეგ, ერთ კვირაში გარდაიცვალა.
მშობლების თქმით, როდესაც უორმბიერი სახლში დაბრუნდა, მას არც საუბარი შეეძლო, არც მხედველობა ჰქონდა და არც რეაგირებდა სხვის საუბარზე. ოტოს, ქალა-ტვინის ტრამვა ჰქონდა მიღებული.
ოტო უორმბაიერი, სასტუმროდან, ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდის ნიშნის, მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს მარტში გახდა ცნობილი, რომ ოჰაიოელ სტუდენტს შრომა-გასწორებით კოლონიაში სასჯელის მოხდა მიუსაჯეს. მას "სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული“ ედებოდა ბრალად. სტუდენტი, ჩრდილოეთ კორეაში 15 თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის კომაში იყო, რაც გამოიწვია, ბოტულიზმმა. ოჯახი კი ფიქრობს, რომ ოტო, "დახურულ ქვეყანაში" წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ამერიკელი სტუდენტი, 2016 წელს, კორეის სახალხო რესპუბლიკაში, ტურისტული მოგზაურობით იმყოფებოდა, სასტუმროში მან სააგიტაციო პლაკატი მოიპარა და სახლში წაღებას გეგმავდა. ოტო უორმბაიერი,თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დააპატიმრეს.
ფხენიანის სასამართლომ, 21 წლის სტუდენტი, კორეის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ, ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა და 15 წლით კატორღული სამუშაოები მიუსაჯა. 13 ივნისს სტუდენტი გაათავისუფლეს და სამშობლოში დააბრუნეს, 19 ივნისს კი, ოტო უორმბაიერი, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ, ოტო უორმბაიერის მამამ განაცხადა, რომ ამერიკის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მისი შვილის გადასარჩენად "საკმარისი არ გააკეთა".
ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი, სტუდენტის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რაც დონალდ ტრამპის წერილი თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა:
"მელანია და მე ვუსამძიმრებთ უორმბაიერის ოჯახს, მისი გარდაცვალების გამო. მშობლისთვის, არაფერია უფრო ტრაგიკული, ვიდრე საკუთარ სიცოცხლეში შვილის დაკარგვა.
ოტოს ბედი, კიდევ უფრო აძლიერებს, ჩემი ადმინისტრაციის მცდელობას, დაიცვას უდანაშაულო ადამიანები იმ რეჟიმის ხელში ჩაგდებისგან, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებსა და კანონს, ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა". წერენ დონალდ ტრამპი და მელანია, ტვიტერზე.