მილანის მოდის კვირეულზე მაილი საურუსის ძმის, ბრაისონის დებიუტი შედგა, რომელმაც Dolce & Gabbana-ს კოლექცია წარმოადგინა. მაილი საირუსმა ძმას ინსტაგრამზე მიულოცა და ასევე აღნიშნა, რომ დოლჩე და გაბანას პოლიტიკას არ ეთანხმება.
"გილოცავ, ბრაისონ ეს იყო შენი პირველი შოუ. რა თქმა უნდა, ჩემის ძმისთვის სამოდელო კარიერა არასდროს ყოფილა ცისფერი ოცნება, რადგან ის უკვე არის ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი. მაგრამ ის ცდილობს თავისი ძალები ახალ საქმეში მოსინჯოს" - წერს მაილი საირუსი და აღნიშნავს, რომ Dolce & Gabbana მელანია ტრამპის ჩაცმულობაზე ზრუნავს, რის გამოც მსგავსი მოდის სახლებთნ თანამშრობლობა მართებულად არ მიაჩნია.
"მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები თქვენს პოლიტიკას, მაგრამ სიმპატიით ვარ განწყობილი, რომ თქვენ ახალგაზრდა ხელოვანებს განვითარების პლატფორმას სთავაზობთ" - წერს მაილი საურუსი.
მომღერლის პოსტს სტეფანო გაბანა გამოეხმაურა:
"ჩვენ იტალიელები ვართ და ამერიკული პოლიტიკა არ გვეხება. ვქმნით მოდას და არა პოლიტიკას. შემდეგ ჯერზე შეგიძლია მსგავსი კომენტარებისგან თავი შეიკავო და თუ ჩვენს გადაწყვეტილბას არ ეთანხმები თავი აგვარიდო".