სკანდალი: - კიმ კარდაშიანს, ფოტოშოპის გამო, ისევ თავის მართლება მოუწია

16:14 06-20-2017
2574
კიმ კარდაშიანი, საკუთარი კანის ფერის გამო, ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ, კიმმა, ინსტაგრამზე, "KKW BEAUTY"-ის საკუთარი კოლექცია გამოაქვეყნა. საზოგადოების ყურადღება, კოლექციის ნაცვლად, კიმის კანის ფერმა მიიპყრო. მისი კანი, ადრინდელთან შედარებით, მკვეთრად იყო შეცვლილი. 

ინსტაგრამის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ კიმის კანის ფერი, მალე ისეთივე გახდება, როგორიც  კანი უესტს აქვს.

"რა საჭიროა ფოტოშოპი,თუ  ასეთი ბრწყინვალეა შენი კოსმეტიკა? მალე შენს ქმარს დაემსგავსები." - წერენ კომენტარებში, ინსტაგრამის მომხმარებლები.

ინსტაგრამზე ატეხილი სკანდალის გამო, კარდაშიანს თავის მართლება მოუწია. გაზეთმა  "New York Times"- მა, კიმს, ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ის, თავს იმართლებს:  

"არავის განაწყენება არ მინდოდა, მე, ბრწყინვალე ფოტოგრაფი მყავდა. იმ დროს მქონდა რუჯი, რამაც დიდი კონტრასტი გამოიწვია. ეს ფოტო, უამრავმა ჩემმა  ახლობელმა ადამიანმა ნახა, მაგრამ ჩემი კანის ფერისთვის, არავის არ მიუქცევია ყურადრება. გაჩნდა თუ არა პრობლემა, ჩვენ ის მაშინვე გამოვასწორეთ, მე ჩემს შეცდომებზე, საკმაოდ დიდი გაკვეთილი გავიარე და ბევრი რამ ვისწავლე" - ამბობს კიმ კარდაშიანი..

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი, კარდაშიანის ფოტოშოპთან დაკავშირებული, სკანდალი. ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა, კარდაშიანი, ზღვის სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს.

ფოტოზე, ნათლად ჩანს, რომ კარდაშიანს, არც ისეთი იდეალური. ფიგურა აქვს, როგორიც ფოტოებიდან ჩანს. 

ეს ის პირველი შემთხვევა იყი, როცა, კიმ კარდაშიანი, ფოტოშოპში დაადანაშაულეს.

იხ.ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე