თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში კაცი გადახტა. როგორც "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების და მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაახლოებით 15:00 საათისთვის შევიდა შეტყობინება, რის შემდეგაც ადგილზე დასახმარებლად გავიდნენ სამაშელო ჯგუფები,
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე როგორც სახმელეთო-სამაშველო და ასევე მყვინთავების ჯგუფი მუშაობს, დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.