ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეთ პელტროუ, პაპარაცებმა, ტატუს გარეშე დააფიქსირეს

18:16 06-20-2017
1170

ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა; კინოაკადემიის "ოსკარის" ლაურეატმა, გვინეთ პელტროუმ, რომელსაც ერთადერთი ტატუ ჰქონდა, მოიშორა.  გვინეთს, მარცხენა თეძოზე,  გამოსახული ჰქონდა ასო «С». პაპარაცებმა, მსახიობი, სენ-ტროპეს სანაპიროზე, შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, ტატუს გარეშე დააფიქსირეს. 

 შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, გვინეთმა, მეუღლის, ჯგუფ Coldplay-ის სოლისტის, კრის მარტინის(Chriis Martin), სიყვარულის ნიშნად, მისი სახელის პირველი ასო ამოიკვეთა. 

გვინეთი და კრისი, ერთმანეთს, 13 წლის შემდეგ დაშორდნენ. მათ პირველად, 2014 წელს გააკეთეს განცხადება განქორწინების თაობაზე, ხოლო, 2016 წლის ზაფხულში, ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს.

უცნობია, როდის მოიშორა გვინეთმა ტატუ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი სხეული, ნახატის გარეშეა.

შესაძლებელია, რომ გვინეთმა, კიდევ გაიკეთოს ტატუ, ამჟამად მისი ბოიფრენდის, ამერიკელი სცენარისტის, ბრედ ფელჩაკის პატივსაცემად.  გვინეთი და ბრედი, 2014 წლიდან, ურთიერთობაში არიან.  

 



ავტორი: რუსა ღვანიძე