გუშინ გახლდით ჭორვილაში, ბატონი ბიძინა არაჩვეულებრივად გამოიყურება - არქიმანდრიტი ბართლომე

18:47 06-20-2017
1220

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი თავს შესანიშნავად გრძნობს,

"იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და ვენოკებით დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისაებრ", - წერს არქიმანდრიტი.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე