"ყოველ დილას მაძლევდა მოტივაციას, რომ ვყოფილიყავი ბედნიერივისაც საშუალება გაქვთ, მიდით, მიეფერეთ მამებს"

11:32 06-21-2017
302

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის შვილი, ნანა ჩარკვიანი მამის დღესთან დაკავშირებით საკუთარ მამას იხსენებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ვისაც ამის საშუალება აქვს მიეფეროს მამას და მიულოცოს მამის დღე.

"ჩემ ყველაზე ბედნიერ წამებში, ან თუნდაც ყველაზე ბნელ მომენტებში ,იყო რაღაც, რასაც სულ ჩემთან ახლოს ვგრძნობდი და მასწავლიდა, რომ ყველაფრისთვის სხვა თვალით შემეხედა. არასდროს შემპარვია ეჭვი მის არსებობაში. იგი ყოველ დილას მაძლევდა მოტივაციას, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი და მართალი საკუთარ თავთან და ყოველ საღამოს მაძლევდა სტიმულს შემდეგი დღისთვის. მე ვგრძნობდი უსაზღვრო სიყვარულს , რომელიც მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება გამოვძრწო ჩემი თავი, გავაკეთო სწორი არჩევანი. სულ ახლახანს გავაცნობიერე, რომ ეს არც მეტი, არც ნაკლები- მამაჩემია. ალბათ სწორად ეს არის მშობლის როლი, მითუმეტეს მამის, რომ
შენ არასდროს დაგაკლდეს სითბო და იგრძნო, რომ არის ადამიანი, ვინც ბოლომდე შენიანია. ვისაც საშუალება გაქვთ, მიდით, მიეფერეთ მამებს და მიულოცეთ მამის დღე!", - წერს ჩარკვიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე