ბრიტანელი მომღერალი, ადელი იმ მეხანძრეებს შეხვდა, რომლებიც 14 ივნისს, გრენფელ თაუერში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანებს ეხმარებოდნენ. როგორც ერთ-ერთმა მეხანძრემ მოგვიანებით Twitter-ში დაწერა, ვარსკვლავი მათთან ჩაის დასალევად და მოსაკითხად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ლონდონში მომხდარ ტრაგედის 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის ადგილას ადელი მეუღლესთან, საიმონ კონეკისთან ერთად იმყოფებოდა. წყვილი ხანძრის დროს დაშავებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.