საქართველოს უკანასკნელი მეფე სოლომონ II, ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა

15:35 06-21-2017
762

საქართველოს უკანასკნელი გვირგვინოსანი, წმინდა სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784), ძმა იყო. დედა - ელენე, კი ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის (+1798) ასული.

დავითი, ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად, უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა, იმერეთის მეფე სოლომონ I-მა, ღვთის განგებით, სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა, როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე, სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ, იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა, მცირეწლოვანი დავითის, არჩილის ძის ნაცვლად, ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ, მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები, ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ, იმერეთის სამეფო ტახტზე, დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ, ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე - წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო, ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა.

წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო, წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ, განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით, მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები.

მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას...

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა, იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი, კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა, ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა, თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის, წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე I ბრძანებით, 1810 წლის 20 თებერვალს, წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II, მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ, მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას.

1810 წლის იმერეთს აჯანყება, რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ, კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი, შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა, სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

ახალციხეში გადახვეწილი სოლომონი, არ წყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში, იგი დახმარებას სთხოვს ნაპოლეონს, მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ რჩება.

ამის შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის, ჯერ ერზრუმში, შემდეგ კი – ტრაპიზონში, სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა. იქიდან სოლომონი ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს, მაგრამ, სწორედ ამ დროს, მისთვის არასასიკეთოდ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები:

1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის (ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება) პირობებში, არაფერია ნათქვამი, იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავით(გულისტანის საზავო ხელშეკრულება) კი, მთელი საქართველო, რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა.

ამგვარად, მისმა ძალისხმევამ, ნაყოფი ვერ გამოიღო. სოლომონ II-მ დარდსა და სიდუხჭირეს ვეღარ გაუძლო და 1815 წლის 7 თებერვალს, 41 წლის ასაკში, მეფობის 25-ე წელს გარდაიცვალა.

უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსანი, ინგლისელ ისტორიკოს ენტონი ბრაიერის ცნობით, ტრაპიზონელმა ლაზებმა დაიტირეს. მათ სოლომონ II, წმ. გრიგოლ ნისელის ბერძნული ეკლესიის გალავანში დაკრძალეს და საფლავს,წარწერა გაუკეთეს:  

დღეისათვის არც წმ. გრიგოლ ნისელის ტაძარი და არც საფლავი აღარ არსებობს - ორივე ობიექტი 1963 წელს, ქალაქის განაშენიანებას შეეწირა. იმ ადგილას, სადაც სოლომონ II-ის განსასვენებელი იყო, ახლა სკვერია. სწორედ ამ სკვერიდან, 1990 წლის 30 ოქტომბერს გმირი მეფის ნეშტი საქართველოში, გელათში გადმოასვენეს.

2005 წლის 30 ივნისს კი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა, სოლომონ II წმინდანად შერაცხა (ხსენების დღე - 20 თებერვალი).დაკრძალეს ტრაპზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. მეფის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ყოფილა ამოკვეთილი:

განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვერ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას. თებერვლის 7, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე”.

1990 წლის შემოდგომაზე, სოლომონ II-ის ნეშტი, საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით:

"შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება",

მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი, იესე ყანჩაველი - (წმ. ილარიონ ქართველი). ემიგრაციაში ყოფნის დროს, წმიდა სოლომონ II, დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა, ამ ქვეყნად ვერ მოესწრო.

 ღვთის მადლით, სოლომონ II-ის ნეშტი, დღეს უკვე საქართველოშია, იგი 1990 წელს, ჯერ ბათუმში ჩამოასვენეს, შემდეგ ახალციხის გავვლით თბილისში ჩამოაბრძანეს, საიდანაც ხელით წაასვენეს სიონში. სიონში შესრულდა დიდი პანაშვიდი, ხოლო შემდეგ გადაასვენეს სვეტიცხოველში, საიდანაც უკვე გაემგზავრა ქუთაისისაკენ და   მისი ნეშტი, გელათის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ს ქადაგება, სოლომონ II-ის ნეშტის გადმოსვენების დღეს,

"მეფე სოლომონ II-ის ნეშტის გადმოსვენება არ არის უბრალო ფაქტი, მე ვფიქრობ, რომ მას ღვთისაგან ბოძებული დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს უკანასკნელი მეფის დაბრუნებით, ჩვენს ქვეყანასაც დაუბრუნდება ღვთის მადლი. ამინ" - ილია მეორის ქადაგება

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ,

მანამდე კი, 1990 წლის 30 ოქტომბერს, წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი, ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე