პატრიარქის და გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრის დეტალებზე განცხადებას მიქაელ ბოტკოველი გააკეთებს

16:30 06-21-2017
211

მამა კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, პატრიარქისა და დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრის დეტალებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრცანელი მამა მიქაელ ბოტკოველი ოფიციალურ განმარტებას გააკეთებს.

ამის შესახებ მამა კახაბერმა "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, ამას პრესკონფერენციის სახე ექნება, თუ წერილობითი.

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს 13:00 საათზე შეხვდნენ. შეხვედრა საპატრიარქოში დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგად შეხვედრიდან გამოსულმა მამა გიორგის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ პატრიარქი ე.წ. ციანიდის საქმეზე ინფორმაციულ ვაკუუმშია. მამალაძემ შეხვედრის მსვლელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ოთხი სასულიერო პირი ესწრებოდა, მათ შორის მეუფე იაკობი, მამა თეოდორე, მამა კახაბერი და დავით ჭინჭარაული. ეს უკანასკნელი კი, მისი თქმით, საუბრის წარმართვას ხელს უშლიდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე