საპატრიარქო ბრალდებული დეკანოზის ოჯახთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მამა დავით ჭინჭარაულის მიმართ ბრალდებას ეხებოდა.
"მამა დავითი ჭინჭარაული ესწრებოდა შეხვედრას, მამალაძის ოჯახს ჰქონდათ ასეთი შეკითხვა, რატომ არ შედიან სასულიერო პირები გიორგი მამალაძესთან მოსანახულებლად. მამა დავითს ორჯერ თუ სამჯერ მოუწია იმის გამეორება, რომ ის და მამა კახაბერი უახლოეს დღეებში შეძლებენ და მოინახულებენ მამა გიორგის. ეს იყო მამა დავით ჭინჭარაულის შეხვედრაში მონაწილეობის მიზეზი",- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
დეკანოზის ოჯახს პატრიარქი დღეს 13:00 საათზე შეხვდა. დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.