ამ წუთებში ადვოკატები, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მატროსოვის ციხეში ხვდებიან. როგორც საქმის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადვოკატები, იმ ჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვენ, რომელიც დეკანოზის ოჯახის წევრების, პატრიარქთან შეხვედრის დროს გაკეთდა.
გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზთან შეხვედრისას ხვალინდელი პროცესის შესახებ, დეტალები დაზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე, შესავალი სიტყვით წარსდგება.
გიორგი ფანცულაიას თქმით, შესაძლოა ხვალვე დაიკითხონ მოწმეები.