ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მისი ადვოკატების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც მამალაძის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებს განცუხადა, შეხვედრაზე დააზუსტეს დეტალები ხვალინდელი სასამრთლო პროცესის შესახებ.
ადვოკატის თქმით, პროკურატურის მტკიცებულებბეი საბოლოოდ, დეკანოზის გამართლების საფუძველი გახდება.
"ჩვენ გვაქვს პოზიცია და ამ პოზიციაზე დავრჩებით ბოლომდე. ბრალდების მხარე მიუთითებს მტკიცებულებზბე როგორც მამხილებელზე, მაგრამ ჩვენ დარმწუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს მტკიცებულებები გახდება დეკანოზის გამართლების საფუძველი", -განაცხადა პაატა
შეგახსენებთ, ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომაზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით გამოვა.