მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრის შესახებ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს,
ამის შესახებ მამა კახაბერმა "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ თორნიკე მამალაძე ისეთ რამეებს ამბობს, რაც შეხვედრაზე განხილული არც ყოფილა და არც პატრიარქს უთქვამს.
"პატრიარქმა თქვა, მინდა გაირკვეს სიმართლე, რადგან ვიცნობდი მამალაძეს და მასზე ცუდი არაფერი მსმენია და ცაზე მეხის გავარდნა იყო მისი დაკავების ამბავიო. ბევრი არასწორი რამ თქვა თორნიკემ და ჩანაწერის გაასაჯაროებას რომ ითხოვს, რომ გასაკაროვდეს, მერე რაღას იზამს, რომ აღმოჩნდება, რომ რაღაცები მოიტყუა", - განაცხადა მამა კახაბერმა.
შეგახსენებთ, გუშინ პატრიარქი მამალაძის ოჯახს შეხვდა. დეკანოზის ოჯახის წევრები და ის სასულიერო პირები, ვინც შეხვედრას დაესწრნენ, ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.