"ღვთის საჩუქარი" და "სიხარულის მომნიჭებელი" - ბიონსეს და ჯეი ზის ტყუპების სახელები, ცნობილია

14:22 06-22-2017
544

ცნობილია, რომ გასულ კვირას, მომღერალი ბიონსე და რეპერი და ბიზნესმენი ჯეი ზი, მეორედ გახდნენ მშობლები, მათ, ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ:

ბიონსეს მამამ, მეთიუ ნოულსმა, ტვიტერზე გააკეთა განცხადება, რომ მომღერალი და პატარები, კარგად არიან და მისალოცი ბარათი და კომენტარი გამოაქვეყნა:

"ისინი აქ არიან!  #ბიონსე #ჯეიზი #ტყუპები#გილოცავთ დაბადების დღეს ტყუპებო, სიყვარულით, თქვენი ბაბუა".

ამ სტატუსით გაიგო მსოფლიომ, ბიონსეს და ჯეი ზის ტყუპების, ნამდვილი სახელები. 

ინფორმაციის წყაროს ცნობით, ტყუპებს შონი და ბეია დაარქვეს. შონი, ჯეი ზიმ, თავის ნამდვილი სახელის (შონ კარტერი) პატივსაცემად დაარქვა, ხოლო ბეი, დედის ბიონსეს სახელია.

ცნობილია,  რომ შონი, ირლანდიურიდან ითარგმნება, როგორც "ღვთის საჩუქარი", ხოლო ბეია, "სიხარულის  მომნიჭებელი".

შეგახსენებთ, რომ ბიონსე და ჯეის, 2012 წელს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ბლუ-აივი დაარქვეს.

 ტყუპების პირველ ფოტოს, საზოგადოება, მოუთბენლად ელოდება.  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე