გიორგი ფანცულაია: დეკანოზს არ გაკვირვებია, რომ მის ოჯახის წევრებს საუბარს არ აცდიდნენ

14:28 06-22-2017
147

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდებული დეკანოზი ფლობს ინფორმაციას პატრიარქისა და მისი ოჯახის წევრების შეხვედრის შესახებ. გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზისთვის მოსალოდნელი იყო, რომ მის ძმას შეხვედრისას წინააღმდეგობები შეხვდებოდათ. 

"დეკანოზისთვის მოულოდნელი არ იყო, რომ მის ოჯახის წევრებს საუბარს არ დააცდიდნენ. არც გაკვირვებია, რადგან წინააღმდეგობას ელოდებოდა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პატრიარქი მამალაძის ოჯახს შეხვდა. დეკანოზის ოჯახის წევრები და ის სასულიერო პირები, ვინც შეხვედრას დაესწრნენ, ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ოჯახის თქმით, ზიარების საკითხი გადაწყდა, სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე