ჰოლივუდის ვარსკვლავს, სკარლეტ იოჰანსონს, ახალი რომანი აქვს

17:25 06-22-2017
189

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 32 წლის სკარლეტ იოჰანსონი, პაპარაცებმა, მის კერძო ადვოკატთან, კევინ იორნომთან ერთად, ქუჩაში სეირნობის დროს დააფისირეს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, წყვილი,ჯერ იტალიურ რესტორანში, რომანტიკულ სადილზე იმყოფებოდა და შემდეგ, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა.

ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ შეყვარებულებს, ხელი აქვთ ჩაკიდებული.

იორნი, სწორედ ის ადვოკატია, რომელიც მსახიობს, ყოფილ ქმართან, რომან დორიაკთან გაყრაში ეხმარებოდა. იოჰანსონი, ახალ ბოიფრენდზე 20 წლით უმცროსია. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და მისი მეუღლე, რომან დორიაკი ერთმანეთს დაშორდნენ. ტრამპის ინაუგურაციაზე იოჰანსონი ქორწინების ბეჭდის გარეშე მივიდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მას უკვე დიდი ხანია არ ატარებს და რეალურად წყვილი ერთმანეთს გასული წლის ზაფხულში დაშორდა. მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე პარიზში, წყვილმა ერთად გახსნა საკუთარი მაღაზი,ა Yummy Pop.

მსახიობი და ფრანგი ჟურნალისტი, რომან დორიაკი, 2014 წელს დაქორწინდნენ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, მათ ქალიშვილი, როუზ დოროთი შეეძინათ.

ავტორი: რუსა ღვანიძე