ვიქტორ სანიკიძე დაქორწინდა - ვინ არის ცნობილი კალათბურთელის რჩეული

11:39 06-23-2017
1640

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ცნობილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე დაქორწინდა. ვიქტორ სანიკიძემ და მაია ბიწაძემ ჯვარი დაიწერეს.

ვიქტორ სანიკიძე, საბერძნეთში საკალათბურთო კლუბ "არისში" თამაშობს და შესაბამისად, წლის ძირითად ნაწილს საბერძნეთში ატარებს

ჯვრისწერის ცერემონია, სვეტიცხოველში შედგა. წყვილის მეჯვარეები, მათი მეგობრები იყვნენ.

ცნობილი კალათბურთელის და მხატვრის სიყვარული რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ოჯახის შექმნა კი, სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს.

როგორც წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, ვიქტორმა და მაიამ ერთმანეთი, კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის ცოლის მეშვეობით, გაიცნეს.

ავტორი: რუსა ღვანიძე