გარდაიცვალა, ქართული კლასიკური მუსიკის კორიფე, კონსტანტინე ვარდელი.
საქართველოს სახელმწიფო კვარტეტის წევრი, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. 1995-2005 წწ - ეწეოდა საშემსრულებლო მოღვაწეობას საზღვარგარეთ.
იგი დაბადა 1939 წლის 15 მაისს ქალაქ სანკტ–პეტერბურგში. 1963 წელს დაამთავრა, ვანო სარაჯიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1963–1993წწ. მუშაობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიაში;
1966 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში;
1993 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში.
გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში; კამერული ორკესტრი მართავს კონცერტებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში; იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია, სიმებიან კვარტეტთან ერთად;
კონსტანტინე ვარდელი არის, საქართველოს კამერული ორკესტრისა და კვარტეტის პირველი ვიოლინო, საქართველოს სახალხო არტისტი, ლეო ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ზაქარია ფალიაშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1993 წლიდან მოღვაწეობდა, საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში..
გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში; კამერული ორკესტრი მართავს კონცერტებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში; იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია, სიმებიან კვარტეტთან ერთად;
კონსტანტინე ვარდელი არის, საქართველოს კამერული ორკესტრისა და კვარტეტის პირველი ვიოლინო, საქართველოს სახალხო არტისტი, ლეო ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ზაქარია ფალიაშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
წლების განმავლობაში გერმანიის ქალაქ, ინგოლშტატში მოღვაწეობდა. მან გამოჩენილ მევიოლინეთა არაერთი თაობა აღზარდა.
ქართველ მევიოლინეს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ვარდელის მეგობრებმა და კოლეგებმა მუსიკოსის დასახმარებლად არაერთხელ გამართეს საქველმოქმედო კონცერტი. იგი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კონსტანტინე ვარდელის ერთ-ერთი მოსწავლე, ამჟამად, გერმანიის ქალაქ ინგოლშტატის, კამერული ორკესტრის, ცნობილი ქართველი მევიოლინე, თეონა ჩხეიძე, სოციალურ ქსელში, მისი აღმზრდელის და მასწავლებლის, გამოსამშვიდობელ პოსტს აქვეყნებს:
9 ч ·
"ჩემს უძვირფასეს, უსაყვარლეს და უნიჭიერეს პედაგოგს, კოტე ვარდელს, ჩამოასვენებენ, შაბათს დილით. მენატრება და მაკლია მასთან ურთიერთობა. საოცარი ადამიანი იყო! ვერ წარმომიდგენია, თუ შეიძლება, რომ იგი ვინმეს არ ჰყვარებოდა. უკანასკნელად, მისთვის საავადმყოფოში დავუკარი".- წერს თეონა ჩხეძე.