თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 26 ივნისს განახლდება. ადვოკატების მტკიცებით, მთავარმა მოწმემ ირაკლი მამლაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალდება ვერ დაადასტურა. თუმცა საპირისპიროს განცხადება გააკეთა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ, რომლის თქმითაც, მთავარი მოწმის მიერ ოსმენილი ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ დეკანოზს საწამლავი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დაიკითხა.