გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში "თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია მძარცველევმა თანხის რა მოცულობის წაღება მოახერხეს.
ადგილზე გვიანობამდე ექსპეტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს