გმირთა მოედანთან ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

21:08 06-24-2017
536

თბილისში, გმირთა მოედანთან, ვარაზის ხევის აღმართზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხანძარი გაჩნდა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ცეცხლი #34 ყვითელ ავტობუსს გაუჩნდა, რის გამოც სასწრაფოდ დაცალეს ტრანსპორტი მგზავრებისგან.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხანძრის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი ნაწილის გაუმართაობა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე