იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწიოს

11:43 06-25-2017
105

იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწიოს. ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მწვავე ინფექციით 1300 ადამიანი დაავადებული, მათგან 25 %-ი მცირეწლოვანი ბავშვია. ქვეყანაში ყოველდღიურად 5 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.  

"ახალი ამბების" ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკვლევით მწვავე ინფექციით დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა 300 ათას გადააჭარბოს.