„ყველაზე მაგარი დაბადების დღე ჰქონდა სალომეს, ეპიზოდის დასრულებისას გარეთ ასეთი სიურპრიზი გაუკეთეს გულშემატკივრებმა...“ - ამის შესახებ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
დაბადების დღის სიურპრიზს სოციალურ ქსელში მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"სიყვარულით და ემოციებით ვარ სავსე , რადგან გუშინდელმა დღემ ასე საოცრად ჩაიარა.
განსაკუთრებული მადლობა სტუდია "PRIME DANCE"-ს ,თითოეულ მოსწავლესა და მშობელს ვინც არ დაიზარა და ამდენი გულწრფელი მოფერება და სიყვარული გამოხატა . სიტყვებს ვერ ვპოულობ და ალბათ არც იქნება საკმარისი აღვწერო ის თუ რა ხდებოდა თქვენი დანახვისას ჩემს გულში, ეს ემოციები აღუწერელია და სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება....
არასდროს მომბეზრდება იმის გამეორება რომ საუკეთესო მოსწავლეები მყავს.
აგრეთვე დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედის სრულ კოლექტივს თბილი სიტყვებისა და სურვილებისათვის, მადლობა თითოეულ ადამიანს ვისაც გაახსენდა ჩემი დაბადების დღე, ვინც მომილოცა და ამდენი თბილი სიტყვა მითხრა და მომწერა" -წერს სალომე ჭაჭუა.