ზაალ უდუმაშვილი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს კახი კალაძეს - ნიკა ჩიტაძე

18:55 06-26-2017
171

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, დიდი შანსები აქვს მერობისთვის იბრძოლოს.

ამის შესახებ ჩიტაძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზაალ უდუმაშვილი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მმართველი პარტიის წარმომადგენელს. 

"ბატონი ზაალი იდგა თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე, ამიტომ პოლიტიკურ გამოცდილებას ვერ მოიპოვებდა. მეორეს მხრივ, ზაალს გააჩნია ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა პოლიტიკური საკითხების, რადგან 25 წლის განმავლობაში აშუქებდა და აანალიზებდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სოციალურ-პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ საკითხებს. ჩემი აზრით, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის თვალში, სიმპათიით უნდა სარგებლობდეს. ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მმართველი პარტიის წარმომადგენელს, სავარაუდოდ, კახი კალაძეს. რაც შეეხება შანსებს, მგონია, რომ დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება. ვნახოთ, როგორ იქნება ხალხის აქტიურობა. მგონია, რომ ბატონ ზაალს აქვს იმის პოტენციალი, რომ ათეულათასობით თბილისელის მხარდაჭერრა მოიპოვოს", - აცხადებს ჩიტაძე. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე