დეკანოზი თეოდორე გაგნიძე - "ის, ვინც დღეს არ არის ქრისტესთან, ვერასოდეს იქნება მასთან"

15:12 06-27-2017
466

 ჯვრთამაღლების სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გაგნიძე, პავლე მოციქულის, ცხონების ფორმულას განმარტავს და მორწმუნეებს მოუწოდებს,  იმისთვის, რომ ცხონდნენ, დღესვე უნდა გააკეთონ არჩევანი და ქრისტეს გზას დაადგნენ: 

"მამაო ჩვენოს" რომ ამბობ, როგორ გახდები მამის შვილი, თუ ქრისტეს ძმა არ გახდი და როგორ იქნები ქრისტეს ძმა, ან და თუ ვერ დაინახე, თუ ვერ იცანი, თუ მასთან ყოფნა არ გინდა სულ. განა პავლე მოციქული ცხონების ფორმულას არ ამბობს?

"სულ, უფალთან ერთად უნდა ვიმყოფებოდეთო", და სულ ქრისტესთან ყოფნა თუ დღეს არ გინდა როგორ ფიქრობ, რომ გარდაიცვლები მერე როგორ იქნები ქრისტესთან ერთად,

ამ ეპისტოლეს ხომ მიცვალებულთან კითხულობენ, სულ უფალთან ერთად ვიქნებით, გარდაცვალების შემდგომ, როცა უფალი დაბრუნდება.

როგორ იქნები სულ მაშინ, თუ დღეს არა ხარ? განა წმინდა მამები ასე არ გვასწავლიან?

ის, ვინც დღეს არ არის ქრისტესთან, ვერასოდეს იქნება მასთან.

იმიტომ, რომ დღეს, უნდა გააკეთო შენ რჩევანი".

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე "- თეოდორე გაგნიძის ქადაგება..

ავტორი: რუსა ღვანიძე