კრისტიანუ რონალდუ, მრავალშვილიანი მამა გახდება - ფეხბურთელი, მისმა დის შვილმა, დენისმა "გასცა"

12:46 06-28-2017
684

მადრიდის „რეალის" და პორტუგალის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდომ, მაისის ბოლოს, ინსტაგრამზე, თავის გერლფრენდთან, 22 წლის ესპანელ მოდელთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა,

რონალდოს თაყვანისმცემლებმა, ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ კრიშტიანუს ხელი, ჯორჯინას მუცელზე უდევს, მალე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა, კრიშტიანუსგან ბავშვს ელოდება. 

 რამდენიმე დღის შემდეგ, კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა. პაპარაცებმა წყვილი, სეირნობის დროს დააფიქსირეს, სადაც ჯორჯინას, აშკარად ეტყობა, რომ ფეხმძიმედ არის.  

ჟურნალისტები, კრიშტიანუს დედას, დოლორეს სანტუშსაც დაუკავშირდნენ, რომელმაც ეს ფაქტი, მკაცრად და დამაჯერებლად უარყო.  

როგორჩ ჩანს, ამ ეტაპზე, წყვილი უკვე აღარ მალავს ფეხმძიმობის ფაქტს, გუშინ, ბრაზილიურმა გაზეთმა "Correio da Manha", განცხადება გააკეთა იმის შესახ, რომ ჯორჯინა, ნამდვილად არის ფეხმძიმედ და  გოგონას ელოდება. ინფორმაცია, ჟურნალიტებმა, სანდო წყაროს ცნობით, კერძოდ, წყვილის ახლობლებისგან გაარკვიეს. ისინი ამბობენ, რომ ბავშვს, ამა წლის, ოქტომბრის თვეში ელოდებიან.  

"კრიშტიანუ და ჯორჯინა, ბედნიერად გრძნობენ თავს და სიხარულით ელოდებიან, ბავშვის გაჩენას. ჯორჯინა, ძალიან მოსწონთ მეგობრებს და ნათესავებს და მათი ურთიერთობით, კმაყოფილები და გახარებულები არიან" - ამბობენ წყვილის ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ გოგონა, "Dolce & Gabbana"-ს დახურული საღამოს ჩვენებაზე გაიცნო. პირველად, წყვილი მადრიდში, "Dsquared2"-ის გახსნაზე დააფიქსირეს. ერთი თვის შემდეგ კი,  შვეიცარიაში,  "FIFA Football Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, წყვილი, ოფიციალურად წარსდგა, .

თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, კრიშტიანუ, მრავალშვილიანი მამა გახდება, ის ხომ 2017 წლის 8 ივნისს, ტყუპების, ევას და მატეოს, მამა გახდა. ამბობენ, რომ ტყუპები ფეხბურთელს, სურაგატი დედისგან ჰყავს, რასაც რონალდო და მისი ახლობლები, არ ადასტურებენ.

რონალდო, მისმა დის შვილმა, დენისმა "გასცა". "Friday’s show" -ის  შოუზე, რონალდოსთან ერთად იმყოფებოდა, მისი და, კატია ავეირი, თავის ბოიფრენდთან და შვილთან, დენისთან ერთად.   წამყვანმა, კატიას კითხვა დაუსვა:

- "მართალია თუ არა, რომ კრიშტიანუ ტყუპების მამა გახდა?" 

- "არ არის გამორიცხული" - წყნარი ტონით უპასუხა რონალდოს დამ, კატიამ.

დენისმა, ამ დროს მოულოდნელად წამოიძახა:

- "მართალია".

კატიას გაეცინა და წამყვანს აუხსნა, რომ დენისი, ძალიან პატარაა და არ ესმის, რას ამბობსო. 

 შეგახსენებთ, რომ რონალდუს, უფროსი შვილი, კრიშტიანუ-უმცროსი, ჰყავს, რომელიც, როგორც ამბობენ, ასევე, სუროგატი დედისგან  შეეძინა.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე