ცოტა ხნის წინ ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ კესარია აბრამიძე მერის არჩევნებში თავის კანდიდატურას აყენებს. ამის შესახებ ინტერნეტსაიტებმაც დაწერეს. ჩვენ კესოს დავუკავშირდით და ინფორმაცია გადავამოწმეთ.
- ტყუილია, არანაირ არჩევნებში არ ვმონაწილეობ. ეგ ინფორმაცია მეც ვნახე. გავაზიარე კიდეც სოციალურ ქსელში და მაგრად ვიხალისე.
- შემოთავაზებაც არ გქონია?
- შემოთავაზება მქონდა, ოღონდ სხვა დროს და სხვა არჩევნებში.
- თუ საიდუმლო არ არის, რომელი პარტიიდან?
- არა, ამას ვერ გეტყვით რათქმაუნდა. სერიოზულად არც განმიხილავსდ ეს საკითხი. პოლიტიკა ჩემი სფერო არ არის.
- საინტერესოა საით იხრება შენი პოლიტიკური შეხედულებები, მერის არჩევნებზე რომელ კანდიდატს მისცემ ხმას?
- ჩემ პოლიტიკურ შეხედულებებს ჩემთვის შევინახავ.