„ისევ ჩემს საყვარელ თეატრში მიწევს ცხოვრება. გაღვიძება, დაძინება, იქ დარჩენა სადაც მხოლოდ შემოქმედებითი ატმოსფეროა, ღამით კი იდუმალი, მისტიური გარემოა. თითქოს გრძნობ და ამავდროულად ვერ, რა არის ეს.... რა შეგრძნებაა.
ეს უკანასკნელი ათი დღე განსაკუთრებულია, რეპეტიციები მავსებს სცენის სიყვარულით და ასევე სიყვარულით სასიამოვნოდ ვიღლები და ძილიც ადრე მერევა და დღეს ასე მოხდა ადრე ჩამეძინა და ოცი წუთის წინ გამეღვიძა სიყვარულით სავსე, მაგრამ არ გამღვიძებოდა კიდევ ცოტა ხანს რა მოხდებოდა... კიდევ ვყოფილიყავი ჩემს ბავშვობასთან, რომელიც ათი დღის წინ დავკარგე, რომელიც ისე მომენატრა და ისე მაკლია... ბებო როგორ მენატრები და მაკლიხარ, მაგრამ გთხოვ გააგრძელე და ხშირად მოდი სიზმრად, ცოტა დიდი ხნით.... სულ ცოტა მაინც გაწელე დრო ჩემთან ყოფნისას, სულ ცოტა.... შენი სიყვარული არ ნელდება და ამავდროულად მენატრება ყურში ჩუმად ჩაჩურჩულება, მიყვარხარ ბებო.