ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ სასამართლო პროცესი მოიგო. მოსამართლემ ასმათ კოხრეიძემ არ დააკმაყოფილა კულტურის და ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის საჩივარი, ღირსებისა და პატივის შელახვისათვის.
კერძოდ ნიკოლოზ ანთიძე და მისი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილს ირაკლი მამალაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. საქმე ირაკლი მამალაძისა და ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის სასარგებლოდ დასრულდა.
ნიკოლოზ ანთიძე აცხადებდა, რომ საყდრისის პროცესებში, მის ღირსებას ირაკლი მამალაძის მხრიდან ზიანი მიადგა.