"ღმერთმა ინებოს მიღებული იყოთ სასწავლებელში" - პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა (ვიდეო)

14:07 07-02-2017
149

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა.

პატრიარქმა აბიტურიენტებს სასწავლებელში ჩაბარება და მისი მშვიდობიანად დამთავრება უსურვა.

"იწყება გამოცდები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, თქვენ აირჩიეთ ის დარგი, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს მიღებული იყოთ სასწავლებელში და მშვიდობით დაამთავროთ",-ბრძანა პატრიარქმა. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. საქართველოს მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე