"ვენეციის კომისიის" პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დადგა იმის საჭიროება, რომ არსებული კონსტიტუციის პროექტი გადაიხედოს და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
„ის რეალობა, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "ვენეციის კომისიის" პრეზიდენტის განცხადებების შემდგომ, აჩენს ყველასთვის მოლოდინს იმისას, რომ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, რომელმა პროცესმაც აქამდე მოიყვანა ეს ცვლილებები და, ბუნებრივია, ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ვითარებაში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ დიალოგისთვის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.