„გული მტკივა, რომ გრიგოლისთვის ეს ტრავმა იქნება“ - exclusive

12:02 07-04-2017
4405

გუშინ „იქს ფაქტორის“ ფინალი ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლის უმეტესობა გრიგოლ ყიფშიძის გამარჯვებას ელოდა, შოუს ლიდერი სანდრო კურცხალიძე გახდა. აღშფოთებას ვერ მალავდა სრულიად სოციალური ქსელი. მოწყენილი იყო სანდროს მენტოროც, გიორგი გაბუნია.

გიორგი გაბუნია:

- სულ ვამბობდი, რომ ყველა კონკურსანტი გამორჩეული გვყავდა, მათ შორის სანდრო. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა უფრო ბათუმმა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი სწორედ ასე მიიჩნევს. გადაცემის განმავლობაში ყველა ჩვენი სტუმარი გამარჯვებულად გრიგოლს ასახელებდა. ჩვენი სპონსორების ფავორიტიც ჩემი კონკურსანტი იყო, სწრედ ამიტომ არაერთი პრიზი მიიღო გრიგოლმა. მეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა გრიგოლზე, როგორც გამარჯვებულზე ისე მესაუბრებოდა. ბათუმმა იცის თავისი კონკურსანტების გვერდში დგომა.

- ნაწყენი ხარ გრიგოლის გულშემატკივარზე?

- გრიგოლის ნაცვლად გული მწყდება. მას აუცილებლად ექნება უსამართლობის შეგრძნება. გული მტკივა, რომ მისთვის ეს გარკვეულწილად ტრავმა იქნება. 

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი