"მეგობრებო! კარგი ამბავი გვაქვს! " - "ჩემი ცოლის დაქალების" ყველაზე გრძელი უიქენდი

15:07 07-05-2017
2188

სერიალ "ჩცდ"-ის შემოქმედებითი ჯგუფი, მაყურებელს ეკრანებთან  ოთხ დღიან  მარათონზე ეპატიჟება და ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე, განცხადებას ავრცელებს:

"მეგობრებო! კარგი ამბავი გვაქვს! 

ამ კვირის ბოლოს ჩემი ცოლის დაქალების ყველაზე გრძელი უიქენდი გელოდებათ.

მე-11 სეზონის ფინალური სერიები ეთერში გავა პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს!  

პარასკევს, შაბათს და კვირას, ჩვეულებრივად 23:00 საათზე.

ორშაბათს კი 22:00 საათზე გრანდიოზულად დავხურავთ მე-11 სეზონს.  

შესაბამისად, პარასკევიდან ყველას გელოდებით ეკრანებთან ჩცდ-ს ოთხდღიან მარათონზე" - წერენ ფეისბუქის გვერდზე. 

ავტორი: რუსა ღვანიძე