„ერთი პატარა პრიზი ჩემ მიქსტურას როგორ არ მიეცით ვინმემ“ - exclusive

16:40 07-05-2017
1572

„იქს ფაქტორის“ ფინალი მოულოდნელი შედეგით დასრულდა მაყურებლისთვის. თუმცა მენტორები გიორგი გაბუნიას გარდა კმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

სტეფანე მღებრიშვილი: 

- ამაღლებული განწყობა მაქვს. ფინალი იყო არაჩვეულებრივი, ფანტასტიური. ძალიან გახარებული ვარ. ვულოცავ სანდროს, სოფოს, ჩემ მეგობარს  და უამრავ წარმატებას ვუსურვებ. 

- შენი მოლოდინი გამართლდა?  

- თანაბარი იყო შანსები. ნებისმიერი ფინალისტი იქნებოდა ღირსეული გამარჯვებული ჩემთვის. 

- კმაყოფილი ხარ შედეგით?

- კი, კმაყოფილი ვარ ზოგადად შოუთი.

ფინალის ღამეს სტფანემ სოციალურ ქსელში მაინც გამოთქვა უკმაყოფილება.

„ვულოცავ სანდროს! ვულოცავ სოფოს! წარმატებები და წარმატებები თქვენ! ⭐️❤️❤️
პ.ს: ერთი პატარა პრიზი ჩემს მიქსტურას როგორ არ მიეცით ვინმემ ? რამდენი იშრომეს :( 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი