(Exclusive) აღმოჩნდა, რომ მტკვრის დასუფთავება არავის ეხება

16:38 07-07-2017
267
თეგები: მტკვარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა დაბინძურებული მდინარე მტკვრის ფოტოები, რომელიც როგორც წესი, დიდი წვიმის დროს უკვე ჩვეულ ფაქტად იქცა თბილისისთვის.

"პრაიმტაიმი" დაინტერესდა, ვის მოვალეობაშია მდინარის დასუფთავება, რისთვისაც ჯერ "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ მტკვრის დასუფთავება მათ კომპეტენციაში არ შედის, ამის შემდეგ დავუკავშირდით თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ მდინარის დასუფთავება არც მათ ეკუთვნით, თუმცა გაზაფხულზე, მიუხედავად ამისა, მაინც დაუსუფთავებიათ მტკვარი. თბილისის მერიიდან გარემოს დაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, რომ მათი კომპეტენცია, ერთადერთი მტკვარში სინჯების აღება და იმის დადგენაა, რამდენად დაბინძურებულია წყალი, შემდეგ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობას უკვე სამინისტრო იხსნის. სამინისტროში აცხადებენ, რომ მდინარის დასუფთავება თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციაშია.

როგორც ჩანს, მდინარე მტკვრის დასუფთავება არცერთი სახელმწიფო უწყების ვალდებულება არაა.

 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე