დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებაში ტკიპების მიმართ გაჩენილ პანიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტკიპების უმრავლესობას არაფერი არ გადააქვთ, ერთეული შემთხვევები ბორელიოზის (ლაიმის) არის ჩვენთანაც და მთელ ევროპაშიც.
"მეგობრებო, ეხლა ტკიპებით გაგიჟებენ. ბუნებაში ტკიპი იყო, არის და იქნება. ტკიპების უმრავლესობას არაფერი არ გადააქვთ, ერთეული შემთხვევები ბორელიოზის (ლაიმის) არის ჩვენთანაც და მთელ ევროპაშიც. დიაგნოზსაც ვსვამთ და მკურნალობაც მშვენივრად იციან ჩვენმა ექიმებმა. ისე, ისეთი შხამქიმიკატი, ტკიპი რომ მოკლას და სხვა მწერები არა, არ არსებობს, მეფუტკრეობაც გავანადგუროთ? ვისაც არ უნდა, რომ უკბინოს, წიასვას რეპელენტები", - წერს იმნაძე.