ივანკა ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტზე დონალდ ტრამპის ადგილი დაიკავა

23:24 07-08-2017
273

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, ივანკა ტრამპმა გერმანიაში, ჰამპურგში მიმდინარე დიდი ოცეულის (G20) ლიდერების შეხვედრაზე მამის ადგილი დროებით დაიკავა.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  ივანკა ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველია და მან მამის ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც დონალდ ტრამპმა სამიტი ინდონეზიის ლიდერებთან შეხვედრის გამო დატოვა.  ჟურნალისტი ამბობს, რომ მას მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება და დასძენს, რომ ამის გამო სოციალურ მედიაში კრიტიკა გავრცელდა.