"იტალიელი მოცეკვავე" ახალგაზრდა მეუღლეს დაშორდა

11:03 07-09-2017
502

იტალიელი ბიზნესმენი, სოციალური ქსელების ვარსკვლავი და "მოცეკვავე მილიონერი", ჯანლუკა ვაკი თავის ახალგაზრდა ცოლს, ჯორჯია გაბრიელას დაშორდა. ამის შესახებ გამოცემა hellomagazine-ი წერს. როგორც გამოცემა წერს წყვილი ჯერ კიდევ ერთმანეთს ზაფხულის დასაწყისში დაშორდა. ამ ეჭვის საფუძველს წყვილის ინსტაგრამის გვერდი აძლევს, რადგან ინსტაგრამიდან წყვილის საერთო ვიდეო-მასალა გაქრა.  წყვილის საერთო ფოტო ინსტაგრამზე 28 მაისს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ორივე მათგანი ცალ-ცალკე პოზიორობენ ფოტოებში ან მეგობრების გარემოცვაში. 

ჯანლუკა ვაკი და ჯოჯრია გაბრიელა 4 წელი იყვნენ ერთად. წყვილი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც სოციალურ ქსელში მათი ცეკვის ვიდეო გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა "მოცეკვავე მილიონერის" ფოტოები, სადაც ჯანლუკა ვაკი  ახალგაზრდა მოდელების გარემოცვაში იმყოფებოდა.