დონალდ ტრამპმა გერმანიაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე თავი გამოიჩინა და გაემიჯნა ყველა მთავარ ეკონომიკურ თუ კლიმატურ ცვლილებას. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ შეხვედრების განმავლობაში დონალდ ტრამპმა პატარა გამარჯვებები მოიპოვა, - წერს ,,POLITIKO".
დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ოცეულის ქვეყნების წარმომადგენლებმა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებთ კომპომისს მიაღწიეს. ყველა ქვეყანამ, გარდა აშშ-ისა განაცხადა, რომ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება არის გარდაუვალი და მისი იმპლემენტაცია სწრაფად უნდა მოხდეს. მეორე მხირვ, აშშ-მ განაცხადა, რომ გამოეყოფა 2015 წლის შეთანხმებას.
რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთმაც გააპროტესტა, აშშ-ს დაჟნებული მოთხოვნა წიაღისეული საწვავის გამოყენების საკითხი G20-ის კომუნიკეში შესულიყო, ამ პროცესს მოლაპარაკებების მე-17 საათი მოჰყვა.
საბოლოოდ, ამ ბრძოლაში აშშ-მ გაიმარჯვა და შეინარჩუნა ჩანაწერი წიაღისეული საწვავისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესახებ.
"ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის შეეცდება მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან, რათა მათ ხელი შეუწყოს წიაღისეული საწვავის, განახლებადი და სხვა ენერგიის წყაროების ეფექტურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ ხელმისაწვდომობას და უსაფრთხოებას ", - ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში.