ჰამბურგის ქუჩები დიდი ოცეულის სამიტის დღეს ძალადობამ მოიცვა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. მემარცხენე ექსტრემისტებმა ბარიკადები აღმართეს და მაღაზიის ვიტრინები ჩაამტვრიეს. ჰამბურგის პოლიციამ მდგომარეობა შეაფასა, როგორც ,,ძალიან სერიოზული". აქციაში სულ 100 000-მდე მოქალაქე იღებდა მონაწილეობას, თუმცა ძალადობაში მათი მცირე ნაწილი იყო ჩართული.
დაახლოებით 20 000-მდე პოლიციის ოფიცერი ცდილობდა წესრიგის დამყარებას ქალაქის ქუჩებში. აქციის მონაწილეების აპროტესტებდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, გლობალური ჯანმრთელობის დაზღვევა და დონალ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. პოლიცია აქციის მონაწილეების დასაშლელად და ცეცხლის ჩასაქრობად წყლის ჭავლს იყენებდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ ეს მიუღებელია და ხალხის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
პარასკევი ღამე საპროტესტო ტალღისთვის უკანასკნელი იყო. ლიდერების ჩამოსვლის შემდეგ აქცია დემონტრაციებში გადაიზარდა.
საპროტესტო ტალღის ამსახველ ფოტოებს BBC ავრცელებს.