ყველაზე კარგად ორგანიზებულ შეხვედრაზეც კი შესაძლებელია გაუთვალისწინებელი შემთხვევი მოხდეს - წერს BBC და დიდი ოცეულის სამიტიდან ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს აჯამებს.
1. მერკელის თვალების გადატრიალება პუტინთან საუბრის დროს
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამბობდა: როცა ვლადიმირ პუტინს თვალებში ვუყურებ შემიძლია ,,მისი სული შევიგრძოო". როდესაც ანგელა მერკელმა იგივე სცადა, მას არ მოეწონა ის რაც დაინახა - წერს BBC ანგელა მერკელის იმ ჟესტზე, რომელმაც საერთაშორისო მედია მოიცვა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ატრიალებს თვალებს ანგელა მერკელი პუტინთან საუბრისას. დიალოგის თემა ცნობილი არ არის.
2. სოციალურ მედიაში ტრამპისა და მერკელის ფოტოსთან დაკავშირებით იუმორისტულ პოსტერებს ქმნიან.
3. მაკრონი ადგილს ეძებს
ემანუელ მაკრონმა საერთო ფოტოს გადაღების დროს უხერხული სიტუაცია შექმნა. მან დაიწყო საკუთარი ადგილის ძებნა და ცენტრიდან მარცხნივ ტრამპის გვერდის გადაინაცვლა.
4. ივანკა ტრამპმა მამის ადგილი დაიკავა
გამოცემის ცნობით, ივანკა ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველია და მან მამის ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც დონალდ ტრამპმა სამიტი ინდონეზიის ლიდერებთან შეხვედრის გამო დატოვა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება და დასძენს, რომ ამის გამო სოციალურ მედიაში კრიტიკა გავრცელდა.
5. შემოვლითი მარშუტი
თვითმფრინავი, რომელსაც პუტინი სამიტზე მიჰყავდა, 500 კილომეტრიანი შემოვლითი გზით წავიდა, რათა ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცისთვის თავი აერიდებინა.
Flightradar24 -ის საიტის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი არ გაფრინდა ჰამბურგში პირდაპირი რეისით და გამოიყენა გზა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის გავლით.
6. დომინანტი ხელის ჩამორთმევა
დონალდ ტრამპისა და ვლამიდი პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრის მისამართით მედიის ყურადღება დიდი იყო. სხეულის ენის ექსპერტების თქმით, როდესაც ტრანმპმა და პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ტრამპმა უპირატესობა დაამტკიცა.
ნახეთ მერკელისა და მაკრონის უხერხული მომენტების ამსახველი ვიდეომასალა: