მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი ბაზრობების ხანძრები კითხვის ნიშნებს აჩენს.
როგორც ხაბეიშვილმა "იბერიას" "პრიორიტეტში" განაცხადა, ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ აქამდე არცერთი ხანძრის ამაბვი გამოძიებული არ არის.
"მოდით ყველამ დააზღვიოს საკუთარი პროდუქცია "ქართუში" და იქნებ ამის შემდეგ მაინც გამოიძიოს ხელისუფლებამ რის გამო მოხდა ეს ხანძრები. ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გამოძიებულიყო. მოდით დავაზღვიოთ "ქართუში" და ამ 11 ხანძრიდან 9 მაინც იქნებოდა გამოძიებული. ამ ქვეყანას სპაიდერმენი და ბეტმენი ვერ უშველის, ყავს პოლიცია და ეს საქმეები ამათ უნდა გამოიძიონ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.