"ბავშვთა სამყაროში" 30 იანვარს მომხდარი ხანძარი პირველი შემთხვევა არ იყო - ადვოკატი

20:38 07-10-2017
126

ადვოკატი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის საქმე წინ არის წასული და სჯერა, რომ მალე გამოძიება შედეგს დადებს. 

"ძალიან დიდი ხანია "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის საქმეში ვარ ჩართული და ვიცი თითოეული ამ  ადამიანის პრობლემა, ვიცი დაზღვევის პრობლემა. "ბავშვთა სამყარო" არის ერთ-ერთი ბაზრობა, რომელიც დაიწვა და 30 იანვარს მომხდარი ხანძრის ფაქტი არ იყო პირველი, 2 წლის წინაც გაჩნდა დღისით, თუმცა ზარალი არ იყო დიდი", - განაცხადა არევაძემ "იბერიას" "პრიორიტეტში". 

ავტორი: ლილუ მიროტაძე