არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულების სატენდერო ხელშეკრულებებს "გრიფით საიდუმლო" ადევს, სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაჯელიძემ მედიის წარმომადგენლებს სანტენდერო ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრიდან ამოღებული ჩანაწერები წარუდგინა, რის ანალიზზეც ორგანიზაციის დამფუძნებელი ეჭვობს, რომ ნათესაური კავშირების გამო, ტენდერები კომპანიებზე მორგებულია.
"არ უნდა ედოს "'გრიფით საიდუმლო" ასეთ მომსახურებას. კონტრაქტი არ ჩანს არსად. "გრიფით საიდუმლოს" დადება იყო შეცდომა. მე წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, სადაც ფიქსირდება, რომ გომელაურის ნათესავია დამფუძნებელი, სადაც ფიქსირდება, რომ ორი თვის გახსნილ კომპანიას ყველანაირი პირობა შეუქმნეს, უცებ აიღო დაშვება "გრიფით საიდუმლოზე", ახლა თქვენ მთხოვთ, რომ კორუფციის ფაქტები მოგცეთ? გადაღებული ვიდეო მასალა?! თუ მთხოვთ, ფულის გადაცემის ფაქტს სასჯელაღსრულების რომელიმე თანამშრომელზე, ეს ნამდვილად არ მაქვს. ჩვენ ვართ არასამათავრობო ორგანიზაცია, ჩვენ ვსვამთ შეკიტხვებს და უნდა გვიპასუხოს სასჯელაღსრუელბის სამინისტრომ. ჩვენ ამ დომენტებში კორუფციის დიდი რისკის მქონე ხელშეკრულებებს ვხედავთ", - განაცხადა ბაჯელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჯელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელის ნათესავის კომპანიას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამარტივებული წესით არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მის ამ განცცადებას გუშინ სასჯელაღსრულების მინისტრი გამოეხმაურა და ბრალდება უარყო. მინისტრი გეგმავს, რომ ბეჯელიძეც დეზინფორმაციის გავრცელებისათვის სასამართლოში უჩვლოს.