"არ მინდოდა თავი მემართლებინა... დამაკავეს ბრალდებით სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა"

15:29 07-11-2017
235

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, რომ მისთვის სამი წელი და 6 თვე არ მიუსჯიათ, მიუსაჯეს 6 თვე, რა სასჯელიც მოიხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის შეწყალება 3 წლიან პირობით მსჯავრს შეეხო. ამის შესახებ ბაჯელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მის ნასამართლეობასთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჯელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელის ნათესავის კომპანიას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამარტივებული წესით არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მის ამ განცცადებას გუშინ სასჯელაღსრულების მინისტრი გამოეხმაურა და ბრალდება უარყო.

მინისტრი გეგმავს, რომ ბეჯელიძეც დეზინფორმაციის გავრცელებისათვის სასამართლოში უჩვლოს. ცნობისთის: შსს-ს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი ბაჯელიძე 2014 წელს საკუთარ კაბინეტში ქრთამის აღებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცემის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 3 წლიანი პირობით სასჯელი და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე