"ბორდერიზაციის პროცესი აბრკოლებს ამ ტერიტორიაზე შესვლას და ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას"

17:20 07-11-2017
119

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ბორდერიზაციის პროცესი აბრკოლებს ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას და ტერიტორიაზე შესვლას.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიისგან იქ არსებული სიტუაციის შესახებ. ვფიქრობ, ბორდერიზაციის პროცესი აბრკოლებს ამ ტერიტორიაზე შესვლას და ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი ამ განცხადების ფარგლებში კეთდება“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში მცოცავი ანექსიის შესახებ მსჯელობენ. შეხვედრის მთავარი თემები რაზეც ქართული მხარე ისაუბრებს ე.წ. საზღვრის გადმოწევა და ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხია. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე