გიორგი ბაჯელიძე 2014 წელს მისი დაკავების ფაქტს ადასტურებს

17:39 07-11-2017
179

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბაჯელიძე ადასტურებს, რომ ის 2014 წელს დააკავეს. როგორც მან  დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, მისი დაკავება ე.წ „კაბელების საქმეს“ უკავშირდება.

 „ჩემი დაკავება დაკავშირებული იყო „კაბელების საქმესთან“. დამავალეს, რომ ტენდერის გარეშე გრიფით საიდუმლოთი გამეფორმებინა ხელშეკრულება „დელტა ქომ“-თან.

დამაკავეს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. სამი თვის განმავლობაში ვამბობდი, რომ არ ვიყავი დამნაშავე. ჩემს წინააღმდეგ მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი“ - აცხადებს გიორგი ბაჯელიძე, რომელიც 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი ბაჯელიძე 2014 წლის თებერვალში 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) და 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმოების გამჟღავნება) დააკავეს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე